თბილისის საკრებულოს ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" მწუხარებას გამოთქვამს სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო და მზადყოფნას აცხადებს დედაქალაქის მთავრობას გვერდში დაუდგეს, როგორც გადაწყვეტილების მიღების, ისე მისი აღსრულების პროცესში.
ფრაქციის წევრებმა, დილიდან მოინახულეს სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები. დეპუტატები იმყოფებოდნენ სვანიძის ქუჩაზეც, სადაც გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.
ფრაქციის წევრის - თამარ ცინცაბაძის განცხადებით, დღეს შეფასებების დრო არის. "თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, მაქსიმალურად სწრაფად მოხერხედეს, ამ საშინელი ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარება და პირველადი პრობლემების ლიკვიდირება. ჩვენი პოლიტიკური ძალა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ მთელი ღამის განმავლობაში და ახლაც მობილიზებულია, მოსახლეობასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ ამ ადამიანების დასახმარებლად.“